spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე: "დღეს, სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალური პრეზიდენტი!"

ირაკლი კობახიძე: “დღეს, სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალური პრეზიდენტი!”

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან მწვავე და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით:

,,სალომე ზურაბიშვილმა თვითონ ჩაიყენა ასეთ მდგომარეობაში საკუთარი თავი. დღეს, ის არის ფორმალური პრეზიდენტი! როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევს, ამას განაგრძობს, იმეორებს, რა თქმა უნდა, ის ყველასთვის ფორმალურ პრეზიდენტად რჩება.

კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ვერ ჩაითვლება რეალურ პრეზიდენტად. ბუნებრივია, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. მას აქვს თვეები დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამ თვეების განმავლობაშიც ეცდება, სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. თუმცა, ეს არ გამოუვა!

ჩინეთის შემთხვევაც არის ამის მაგალითი. მთავრობას მოუწია ბოდიშის მოხდა ამ სამარცხვინო განცხადების გამო. უბრალოოდ სამარცხვინოა, როდესაც პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ძლიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში.

როდესაც ამ მიმართულებით ცდილობ სახელმწიფოს ინტერესები დააზიანო, ეს ნიშნავს იმას, რომ არ ხარ უბრალოდ დამოუკიდებელი – ეს ერთი. მეორე, – ნული პატრიოტიზმი გაქვს!

ერთადერთი ახსნა ამ ყველაფრის შეიძლება იყოს ის, რომ სალომე ზურაბიშვილს პრინციპულად სურს, რამენაირად სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს, რის საშუალებასაც ჩვენ, ბუნებრივია, მას არ მივცემთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის: [ტელწამყვანის შეკითხვა] გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან? სი ძინ პინი უიღურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი კი – ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულებებისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ადამიანი გასამართლდეს? პუტინი, რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხება.

,,მე ჩემი შინაგანი რწმენით, ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...