პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სუიციდის პრევენციის პროგრამის ნაკლოვანებების...

“პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სუიციდის პრევენციის პროგრამის ნაკლოვანებების აღმოფხვრა” – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში საუბარია კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, კერძოდ, სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობის ხარისხზე. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენა და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს სუიციდის რისკის მატარებელი პირების იდენტიფიცირება და მათი პროგრამაში ჩართვა:

მიზანშეწონილია, პროგრამით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად – სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, დაიხვეწოს სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასებისას ქულების მინიჭების სქემა, რათა არ მოხდეს ისეთი პატიმრებისთვის დაბალი რისკის განსაზღვრა (რაც ნიშნავს პატიმრის დარჩენას სუიციდის პრევენციის პროგრამის მიღმა), რომლებიც ობიექტურად არიან საშუალო ან/და მაღალი რისკის მატარებელნი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული პენიტენციური სამსახურის მიერ გამოჩენილი თანამშრომლობის მზაობა. ციხეში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე, პენიტენციურმა დაწესებულებამ საგამოძიებო ორგანოს ყველა შემთხვევაში ოპერატიულად მიაწოდა ვიდეო სამეთვალყურეო ჩანაწერები, რასაც საფუძვლად დაედო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მოხდა შემთხვევის ობიექტურად შეფასება.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...