შაბათი, ივლისი 5, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, არამედ ღალატის პოლიტიკა,...

“ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, არამედ ღალატის პოლიტიკა, შეგნებულად ოკუპაციის არდანახვის პოლიტიკა!” – გიორგი ბარამიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო განცხადებას აკეთებს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით:

,,გუშინწინ, პარიზში ბატონი ღარიბაშვილი გამობრძანდა და ისაუბრა, რომ თითქოს საქართველოში არის კონფლიქტები. არა კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ ის ფორმულა დაასახელა, რაც მთელი წლების განმავლობაში არის რუსეთის მიზანი, რომ დაამკვიდროს.

ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის ღალატის პოლიტიკა, შეგნებულად ოკუპაციის არდანახვის პოლიტიკა! ეს არის შეგნებულად ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა!

ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი გზებით, დიპლომატიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკური მეთოდებით შევეწინააღმდეგოთ რუსეთის აგრესიას, თამაზ გინტურის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობას და რუსეთს პოლიტიკური ფასი გადავახდებინოთ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...