spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსებობ და შენი შვილი...

“ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსებობ და შენი შვილი ვარ, ძალიან განვიცდი, რომ ამხელა ტვირთად დაგაწექი და უზომოდ მადლობელი ვარ შენი სიყვარულისთვის და ასეთი თავდადებისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

დედას, გიული ალასანიას ემოციური წერილით ულოცავს დაბადების დღეს მიხეილ სააკაშვილი:

დღეს დედაჩემის დაბადების დღეა!

როგორც ყოველთვის, ბოლო მრავალი თვის განმავლობაში, ის იქნება ჩემს გვერდით, “ვივამედის” გისოსებიან პალატაში, რომელშიც თითქმის ვერ აღწევს ჰაერი და შუქი.

ის დგება დილით ადრე, მიმზადებს საკვებს, მოაქვს, შემდეგ მიდის სამსახურში, (გიული საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრეზიდენტია) საღამოს 6 საათამდე ბრუნდება უკან (მარტო 6-მდე უშვებენ) და მოაქვს მეორე პორცია.

შემდეგ მიდის სახლში, იღებს უამრავ ხალხს. ეს ვიზიტები, შეხვედრები და სატელეფონო საუბრები გვიან ღამემდე, სადღაც დილის 3-მდე გრძელდება და შემდეგ ისევ დილით ადრე დგება, ამასთან ერთად, ახერხებს შვილიშვილების ნახვას და მათზე ზრუნვას, ასევე აგრძელებს მუშაობას, თვალებანთებული მიყვება ხოლმე თამარ მეფეზე მის ახალ კვლევაზე და ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებზე – ამ კვირებში გამოდის გიულის ახალი წიგნი.

დღეს დედაჩემი გიული ალასანია 77 წლის გახდა. მინდა აქ ვუთხრა ის, რაც ჩვენი შეხვედრების დროს როგორც წესი არ ვეუბნები – გიული ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსებობ და შენი შვილი ვარ, ძალიან განვიცდი, რომ ამხელა ტვირთად დაგაწექი და უზომოდ მადლობელი ვარ შენი სიყვარულისთვის და ასეთი თავდადებისთვის.

P.S. დღეს სისტემამ დაბდღე მიულოცა იმით, რომ განსაკუთრებით დიდი ხანი აცდევინეს შემოსასვლელად🙃“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...