შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებივაჟა გაფრინდაშვილმა მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე...

ვაჟა გაფრინდაშვილმა მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება – გიორგი ვაშაძე

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის თავის ოჯახში დაბრუნებას ეხმიანება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და მიაჩნია რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება:

ვულოცავ პირადად ვაჟა გაფრინდაშვილს, მის ოჯახს. ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც მხარს უჭერდა და გულშემატკივრობდა ამ ადამიანს და უნდა გვესმოდეს, რომ მან მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება.

აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ იგივე რამ არ მოხდეს, რომ ისევ იმ საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქე და ფიზიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ის?

მე აქ მეშინია ყველაზე მეტად, რადგან ჩაივლის ხოლმე რამდენიმე დღე და მერე ისევ ტრიალდება ასეთი პრობლემები. ამას სჭირდება მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები, რომ არ იყოს სისტემური ადამიანების გატაცება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...