spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც ასეთი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილის ეს...

“როდესაც ასეთი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილის ეს შემოძახილი არის დაუფიქრებელი, მავნებლური, არაპროფესიონალური” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მწვავე შეფასებას აკეთებს სალომე ზურაბიშვილის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში დააფიქსირა:

,,მთელი მსოფლიო მოელის იმას, რომ კაცობრიობის დაღუპვის, ამ დაპირისპირების განვითარების პერსპექტივა, როგორმე იქნება შეჩერებული.

ამ ვითარებაში, როდესაც ასეთი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის ეს შემოძახილი არის დაუფიქრებელი, მავნებლური, არაპროფესიონალური და მე ვფიქრობ, უპასუხისმგებლო, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის: [ტელწამყვანის შეკითხვა] გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან? სი ძინ პინი უიღურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი კი – ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულებებისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ადამიანი გასამართლდეს? პუტინი, რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხება.

,,მე ჩემი შინაგანი რწმენით, ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა! იმიტომ, რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება, არ ვართ ,,ალისას სამყაროში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...