spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"განაგრძობს სალომე ზურაბიშვილი წვრილ-წვრილ მაწაკობებს აქ თუ ქვეყნის...

“განაგრძობს სალომე ზურაბიშვილი წვრილ-წვრილ მაწაკობებს აქ თუ ქვეყნის გარეთ” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მორიგ ვიზიტს ევროპაში და “ფრანს 24”-სთან ინტერვიუს:

ერთი კარგი ბარაქიანი ქართული ანდაზა მახსენდება, “არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითაო“. განაგრძობს სალომე ზურაბიშვილი წვრილ-წვრილ მაწაკობებს აქ თუ ქვეყნის გარეთ.

გაკვირვებული ვიქნებოდი “ფრანს 24”-ის წამყვანის შეფასებით, რომელმაც საქართველოს პრემიერს “პრორუსი” უწოდა, რომ არ ვხვდებოდე თუნდაც დედუქცია/ინდუქციის საფუძველზე, თუ როგორ და ვისი დალაგებულია ეს თემა. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ფრანგული არხის თანამშრომელი წლების განმავლობაში იყო სალომე ზურაბიშვილის შვილი, რომელმაც დიდი ალბათობით დედის დავალებით პირდაპირ დაალაგა ის ამბავი, რაც ზურაბიშვილის სტუმრობის დროს ეთერში მოხდა.

როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, “ფრანს 24”-თან პირდაპირი კავშირები აქვს რაფაელ გლუკსმანს, ფრანგ ევროპარლამენტარს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” რუპორია და თავის დროზე სააკაშვილის მრჩეველი და მისგან გვარიანად ნაპატივცემი.

ასეთი პაწია მედია-ჩხვლეტებით აგრძელებენ მავნებლობას ნაცსექტა და მისი გარე თუ შიდა მოკავშირეები“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...