spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე - არანაირი 12 პირობის და ახალი,...

პაატა მანჯგალაძე – არანაირი 12 პირობის და ახალი, დამატებითი დათქმების შემსრულებელი “ქართული ოცნება” არ არის

ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი ველოდით, არანაირი 12 პირობის და ახალი, დამატებითი დათქმების შემსრულებელი “ქართული ოცნება” არ არის“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი შეფასება პროგრესია, თუმცა „ქართული ოცნება“ დამატებითი რეკომენდაციების შესრულებას არ შეეცდება.

მისივე თქმით, 2024 წლის გეოპოლიტიკურ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, შემდგომ კი საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება:

კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი შეფასება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოს გაერთიანების გზაზე. ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი ველოდით, არანაირი 12 პირობის და ახალი, დამატებითი დათქმების შემსრულებელი “ქართული ოცნება” არ არის.

არჩევანი მარტივია, მოდის 2024 წლის გეოპოლიტიკური არჩევნები, ვისაც უნდა ევროპა, ვისაც უნდა უსაფრთხოება და განვითარება ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას, ვისაც უნდა სიღარიბე, კორუფცია, მეტი რუსეთი და რუსული ჭაობი – მხარს დაუჭერს “ქართულ ოცნებას”.

მე მჯერა, როგორც 33 წლის წინ ქართველმა ხალხმა ჯერ აირჩია ეროვნული ხელისუფლება და შემდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლებას, ზუსტად ასე მოხდება ახლაც, ჯერ გაიმარჯვებს პროდასავლური ძალები ანუ ეროვნული ოპოზიცია და შემდეგ გავხდებით ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა  პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...