spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგულქვა საზოგადოების გულქვა წევრი ვარ მეც და ყველანი...

გულქვა საზოგადოების გულქვა წევრი ვარ მეც და ყველანი ჩვენ – ნიკოლოზ რაჭველი

26 დეკემბერს, ტვ “პირველზე” გადაცემა “რეაქციაში”, უსახლკაროებსა და უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებზე, ოჯახებზე გასული რეპორტაჟების შეფასებას ახდენს კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი და სოციალური ქსელის მეშვეობით ახდენს თავისი მძიმე პოზიცია-მოსაზრებების დაფიქსირებას:

“TV პირველზე “რეაქციას” ვუყურებ და აივნიდან მინდა გადახტომა…

მრცხვენია რომ მაქვს საჭმელი, რომ შემიძლია თავს უფლება მივცე რესტორანში ვივახშმო, რომ შემიძლია მანქანაში ბენზინი ჩავასხა…

გულქვა საზოგადოების გულქვა წევრი ვარ მეც და ყველანი ჩვენ…

ძალიან ძალიან ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი…

პოლიტიკოსებზე, ბიზნესის მკეთებლებზე, ღონისძიებებსა და ნაძვის ხეებზე, უსაგნო ხარჯვებსა და გულგრილობებზე არაფერს ვიტყვი, უიმედოდ დარჩენილი ადამიანების შესახებ ნაჩვენები სიუჟეტების ფონზე რაც თავში მომდის ეთიკის ნორმებს ვერ ვუსადაგებ…

მაგრამ არანაკლები დანაშაულის პასუხისმგებლობას საკუთარ თავს და ჩემნაირ ადამიანებს ვაკისრებ, რადგან თურმე ასეთი გადაცემები მჭირდება გასაცნობიერებლად, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ეგოისტი ვარ…

მერე რა, რომ მუსიკას ვწერ ან ვასრულებ…….

ინგა გრიგოლია რას მერჩოდი?! აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს ისეთი თანაგანცდა მაგრძნობინე ჩემი ქვეყნის განწირული შვილების მიმართ…

და მაინც, ღმერთო, მაპატიე რომ მათთან შედარებით ბევრად კარგად ვარ და ყოველდღიურ მადლიერებას გაკლებ სხვადასხვა წუხილებით თუ უკმაყოფილებებით…

P.S. პირველი 20 კომენტარის წაკითხვის შემდეგ ვარედაქტირებ, ანუ ვამატებ:
მე ნუ შემაქებთ! ყველაზე მატად ის კომენტარი მეამა, სადაც მითხრეს სტატუსის გამოქვეყნებას თავად იმოქმედეო. ეს ის შემთხვევაა, რომ ჩემი მისამართით განკუთვნილი არც ერთი გული არ მანუგეშებს… ამავდროულად გულწრფელი მადლობა სიყვარულისთვის! განა რა შეედრება სრულიად უცნობი ადამიანებისგან ასეთი სიყვარულის და გულშემატკივრობის შეგრძნებას… მაგრამ… მაგრამ… მ ა გ რ ა მ…”, – სინანულით აღნიშნავს ნიკოლოზ რაჭველი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“აფსუებო, თბილისს რომ ემუქრებით, ერთი-ორი დრონი ღიად და საჯაროდ გაუშვით რუსეთის მხარდაჭერის ამბავში უკრაინის...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენის გამო განგაში გამოცხადდა....

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...