spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს შიში "ოცნებას" ჯერ კიდევ ბევრ სისულელეს და...

“ეს შიში “ოცნებას” ჯერ კიდევ ბევრ სისულელეს და სიბინძურეს ჩაადენინებს” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს პარტიის შიგნით არსებულ მდგომარეობასა და მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

,,პარტია ძლიერდება! სწორედ აქედან გამომდინარეობს ,,ოცნების“ ის ისტერიკა, რომელიც სჭირთ.

2024 წლის არჩევნებამდე სულ რაღაც 1 წელი დარჩა. ,,ოცნება’’ სულ უფრო და უფრო იაზრებს, რომ ვერ იმარჯვებს – მარცხდება. შესაბამისად, შიში… ეს შიში, სამწუხაროდ, ,,ოცნებას“ ჯერ კიდევ ბევრ სისულელეს და სიბინძურეს ჩაადენინებს. სწორედ ისე, როგორც 2012 წლის არჩევნების წინ ,,ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა, ან მანამდე, საბჭოთა პერიოდში საბჭოთა უშიშროება ექცეოდა ,,ქართულ ეროვნულ მოძრაობას“. სად არიან ისინი?! – სწორედ ასე ჩაბარდება ,,ოცნებაც“ ისტორიას.

სამწუხარო არის ის, რომ ,,ოცნების“ შემდგომ იქნება ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ყველაზე მეტი აუხდენელი ოცნებები. იმიტომ, რომ მოლოდინები იყო ყველაზე გულწრფელი. გარდა ამისა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ,,ოცნების“ შემდგომ დარჩებიან მორალურად გატეხილი ადამიანები, რომლებზეც სახელმწიფომ პარტიის დავალებით იძალადა, მოისყიდა და მათ უარი ათქმევინა თავიანთ ღირსებასა და მომავალზე.

რაც შეეხება მომავალს, მaს ქმნიან თავისუფალი, ძლიერი, ფასეულობების ერთგული, თამამი და პასუხისმგებლიანი ადამიანები. სწორედ ამიტომ მინდა მოგმართოთ თქვენ:

დღეს, საქართველოში თუ ვინმე არის ერთმანეთთან დალაგებული, ეს არის ,,ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ძალიან კომფორტულად თანამშრომლობენ ერთმანეთთან – ბიზნესში, კორუფციაში და როცა დაჭირდებათ – პოლიტიკაშიც. სწორედ ამიტომ გვებრძვიან ჩვენ და არა ერთმანეთს. სწორედ ამიტომ ეშინიათ ჩვენი და არა ერთმანეთის. იციან, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის! იციან, რომ სიმართლე ძალაა! იციან, რომ საქართველოში სიმართლის დრო დგება!

ჩემს მეგობრებს, ყოფილ კოლეგებს, ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ,,ოცნებაშია“ დარჩენილი მინდა გითხრათ – ნუ გეშინიათ!..“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პასუხობს მოქალაქის შეკითხვას – ,,ხალხი გაგირბის პარტიიდან და გეშლება პარტია?!“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...