კვირა, მაისი 11, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიარაჭული ვერცხლისფერი ნაძვის ხე უკვე ჩვენი ქვეყნის ერთერთი...

რაჭული ვერცხლისფერი ნაძვის ხე უკვე ჩვენი ქვეყნის ერთერთი სიმბოლოა – ნათია ფანჯიკიძე

უცხოელების დიდი ინტერესის ობიექტად ქცეული რაჭული ვერცხლისფერი ნაძვის ხის შესახებ საუბრობს ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე და მიზანშეწონილად თვლის, რომ ამ ჯიშის ხე დავრგოთ რომელიმე ცენტრალურ მოედანზე და ყოველ მომდევნო შობას მივართვათ ახალი საჩუქრები ახლადგაზრდილი ტოტებისთვის:

რაჭული ვერცხლისფერი ნაძვი, რომელსაც აქვს სათამაშოების დასაკიდებლად იდეალურად განლაგებული, უფუმფულესი ტოტები და ზღაპრული შეფერილობის უხშირესი წიწვები, რომლის თესლი ტონობით გააქვთ ევროპელებს საშობაო ნაძვების გასაზრდელად, მართალია, ნელა მზარდი ხეა, მაგრამ საბოლოოდ უზარმაზარი იზრდება და ფაქტიურად უკვდავი ხეა.

რომ დავრგოთ რომელიმე ცენტრალურ მოედანზე და ყოველ მომდევნო შობას მივართვათ ახალი საჩუქრები ახლადგაზრდილი ტოტებისთვის და ჩვენც მასთან ერთად გავიზარდოთ? თანაც რაჭულს, ყველაფერს სიმშვიდე მოაქვს.

კიდევ თანაც, ყველა ქვეყანას და ქალაქს აქვს თავისი სიმბოლოები, ტოტემის გადმონაშთივით, – ბერლინს დათვი, დუბაის აქლემი, ნიუ იორკს ხარი…

ეს ხე უკვე ჩვენი ქვეყნის ერთერთი სიმბოლოა, რადგან ქრისტიანული სამყაროს ამხელა ყურადღება მიიქცია თავისი უნიკალური ფორმის გამო.

ხოდა ჩავასკუპოთ პატივით და დიდებით, რა მოხდება. არავისი ნაძვის მათხუვრები ჩვენ არ ვართ, აქეთ გვეხვეწებიან თესლს. თან “ივენთი” უნდა შექმნა ამისგან – “წელს ჩვენი ნაძვი მეტრნახევრით გაიზარდა, ვიღებთ საჩუქრებს!” ჩაერთოს მორთვაში ყველა ქვეყნის ქრისტიანი.

როგორც ვაშინგტონში საკურას ყვავილობაზე დასასწრებად ჩადის აპრილში მილიონობით ტურისტი. ხოდა როცა ჩვენი ნაძვი ზრდას დაასრულებს და ცას მისწვდება, ჩვენც გავბრწყინდებით. და მერე გაბრწყინება ვიზეიმოთ“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...