კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიყველა ყველასთან დიალოგშია და ჩვენ ვართ ერთგვარ იზოლაციაში...

ყველა ყველასთან დიალოგშია და ჩვენ ვართ ერთგვარ იზოლაციაში – სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ არაფრის მომცემია მოლაპარაკებების კონკრეტული ტექნიკური ფორმატები და საჭიროა რაღაც ახალი, მნიშვნელოვანი ცვლილებები:

“ძალიან კარგად ვხედავთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ, თუ რამდენად არაფრის მომცემია ეს ტექნიკური ფორმატები, არაა შედეგიანი, იმიტომ რომ ნათელია ბიუროკრატები ვერ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც ველოდებით.

ჩვენ ვართ სადღაც გაჩხერილი ამ ტექნიკურ ფორმატებში, რომელსაც ვაგრძელებთ, მაგრამ არ იცვლება არაფერი. მე მოვითხოვე პირველივე დღიდან, რომ ვიმუშაოთ იმისკენ, რომ პოლიტიკური მასშტაბი მივცეთ, დავუბრუნოთ, იმიტომ რომ რეალურად ჟენევა დასაწყისში იყო პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ ჩამოვიდა ამ ტექნიკურ დონეზე.

ასევე ვუყურებთ, როგორ იცვლება მსოფლიო. ყველა ყველასთან საუბრობს, ყველა ყველასთან დიალოგშია და ჩვენ ვართ ერთგვარ იზოლაციაში, უარი ვთქვით და გასაგებია, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ძალის გამოყენებით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, მაგრამ ამავე დროს, არ ვთქვით უარი, მაგრამ რეალურად არ ვსარგებლობთ ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტით. ამ დროს ვხედავთ, რომ ქვეყანა, როგორიც მაგალითად უკრაინაა, მზად არის, გამოიყენოს ყველა საშუალება, რაც არსებობს.

ჩვენ ან უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, ან უნდა ვიყოთ, როგორც ვართ დღეს და მაშინ ისმის კითხვა, რომ აბა ნუთუ არაფერი შეუძლია ხელისუფლებას, რომ გადაწყვიტოს ეს საკითხი? მე, ჩემი გამოცდილებიდან, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მხოლოდ ორი რამ ვიცი – ან ომი, ან დიპლომატია, რომ გადაწყვიტო საკითხი, მესამე გზა არავის გამოუგონია. ჩვენ მესამე გზით მივდივართ იმ მხრივ, რომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, რომ გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური შესაძლებლობები ჩვენ სასარგებლოდ“,  – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას...

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...