პარასკევი, ივნისი 27, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის აქამდე არნახული მასშტაბის დაბომბვა"...

“ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის აქამდე არნახული მასშტაბის დაბომბვა” – ზურაბ ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ბატიაშვილი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის მასშტაბური დაბომბვის დაწყების სავარაუდო მიზანზე აკეთებს განმარტებებს:

ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის აქამდე არნახული მასშტაბის დაბომბვა.

მიზანი სავარაუდოდ ისაა, რომ ქალაქის შტურმის დაწყებამდე მაქსიმალურად შეასუსტონ მოწინააღმდეგეთა ძალები.

დასახლებულ პუნქტებში ბრძოლა კი ყოველთვის ყველაზე ძნელი და მსხვერპლიანია ხოლმე.

წესით, ამ მასიური დაბომბვების დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს ისრაელის შტურმი ქ. ღაზაზე.

შემდეგი თავისტკივილი კი გვირაბები იქნება, სადაც “ჰამასის” მებრძოლების გარდა მძევლებიც იმყოფებიან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

უფრო ადრე კი მან შეფასებები მისცა “ჰესბოლას” ლიდერის ნასრალას საგანგებო მიმართვას და თავისი კონკრეტული ვარაუდები გამოთქვა:

მოკლედ, “ჰესბოლას” ლიდერმა ნასრალამ საგანგებო მიმართვაში საათნახევრის განმავლობაში მხურვალედ ილაპარაკა.

აგინა ისრაელს, ამერიკას, დასავლეთს. არ გვეშინია ამერიკული გემებისო.

ბევრი ელოდება, რომ ომს გამოვაცხადებთ, მაგრამ ვერ მოგართვითო და საერთოდაც, გამოცხადების გარეშეც ხომ ომში ვართო.
მომავალში ყველა შესაძლო ვარიანტს (ანუ სრულმასშტაბიან ომის ვარიანტსაც) განვიხილავთო. ოღონდ, ახლა აპაპაპაო.

არაბულ ქვეყნებს ბრძოლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ “ჰამასი” მარტო კარგი ბიჭები კი არა, გმირები არიანო. მაგრამ მაგ ბიჭებმა ისრაელზე თავდასხმა უჩვენოდ დააორგანიზესო. დედას გეფიცებით ჩვენ (ანუ “ჰესბოლა” და ირანი) არაფერ შუაში ვართო.

მოკლედ, ხელებიც დაგვიბანიაო.
არავითარი არაფერი.
კრება დარჩა მხიარული.

ანუ ისრაელი “ჰამასს” ბოლომდე დაადუღებს“, – აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“მშვიდობის ნაბიჯი ეხლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოში შეცვლილ რეალობაზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...