spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ორ წელიწადში არც გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილა და...

“ამ ორ წელიწადში არც გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილა და გეოგრაფიულადაც ისეც იქ ვართ, სადაც მაკრონმა “დაგვტოვა” შარშან; საქართველოში ისევ ღარიბაშვილია, ზურაბიშვილიც ისევ პრეზიდენტია” – ბონდო მძინარაშვილი

გავრცელებულ განცხადებებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეიძლება გეოპოლიტიკიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიენიჭოს, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით და ირონიანარევი შეფასებებით ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

ამ ორ წელიწადში არც გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილა და გეოგრაფიულადაც ისეც იქ ვართ, სადაც მაკრონმა “დაგვტოვა” შარშან; საქართველოში ისევ ღარიბაშვილია, ზურაბიშვილიც ისევ პრეზიდენტია იმპიჩმენტის პროცედურების მიუხედავად და შავი ზღვაც ისევ “დამნაშავეა”, რადგან ისევ “შავია”.

ახლო სამეზობლოშიც – რუსეთში ისევ პუტინია, თურქეთში ისევ ერდოღანია, აზერბაიჯანში ისევ ალიევია და სომხეთში ისევ ფაშინიანია.

უფრო მეტიც, პეკინში ისევ სი ძინპინია, ვაშინგტონში ისევ ბაიდენია და ბრიუსელში – ფონ დერ ლაიენი და მიშელი; ბორელიც ისევ იქვეა და აქვეც იყო “ამწინეებზე”; გაეროში ისევ გუტერეშია, უკრაინაში – ზელენსკი და ისრაელში – ნეთანიაჰუ.

მოკლედ, ახლა დავაკვირდი და, არსად არავინ შეცვლილა – არც აქ და არც სადმე ახლო-მახლო თუ გაღმა-გამოღმა.

მაშ, რა შეიცვალა?!
რამ შეცვალა ევრორიტორიკა?!

იქნებ, ყველაფერი ასე და ამგვარად იმიტომ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვალა წარმოუდგენელი ზეწოლის პირობებშიც კი?!

იქნებ, იმიტომ შეიცვალა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება, რომ ხელისუფლებამ ხალხი და ქვეყანა არ გაწირა დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად?!

და რას აკეთებს და ამბობს ამ დროს რადიკალური ოპოზიცია?!

რას და, – “მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო…”
და ისევ “უცილობლობს, ვითა ჯორი”!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...