შაბათი, ივნისი 28, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"მილიონზე მეტია ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა ქვეყანაში და მათ...

“მილიონზე მეტია ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა ქვეყანაში და მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობის უფლება” – გიორგი ვაშაძე

მილიონზე მეტია ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა ქვეყანაში და მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ემიგრანტებს ჰქონდეთ საკუთარი უფლების რეალიზების შესაძლებლობა“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორის, ლევან ცუცქირიძის ინიციატივას, რომ ქართველმა ემიგრანტებმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული ფორმით შეძლონ.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველი ემიგრანტების ხმები არ დაიკარგოს, იგი ამ იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მთელ ოპოზიციასა და მესამე სექტორს მოუწოდებს.

მისივე თქმით, არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობის შესაძლებლობის გარდა, საჭიროა საარჩევნო უბნების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდაც:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გამარჯვების კოალიციის“ სახელით ვეხმიანები გუშინდელ ინიციატივას, რომელიც გააჟღერა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა, ლევან ცუცქირიძემ, რომელიც ეხება ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას.

მართლაც უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ საკონსტიტუციო უფლების რეალიზების შესაძლებლობა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამ ინიციატივას აქვს ორი მიმართულება: ერთი ეს არის ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და მეორე ეს არის საარჩევნო უბნების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდა, რათა ქალაქებში, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ასზე მეტი თანამემამულე მაინც ცხოვრობს, იყოს შესაძლებლობა საარჩევნო უბნების გახსნისა და მათ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არჩევნებში ხმის მიცემა შეძლონ.

ვფიქრობ, რომ ეს არის ინიციატივა, სადაც აბსოლუტურად ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩვენს ემიგრანტებთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებაში და დავარეგისტრიროთ კანონი, ჩავატაროთ განხილვები, დისკუსიები, თუ როგორ მიეცეს ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მივმართოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათი მეშვეობით შეიქმნას ის ელექტრონული სისტემა, რომელიც იქნება დაცული, უსაფრთხო და ონლაინში ექნებათ შესაძლებლობა ემიგრანტებს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

მაგალითად, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით და შეიძლება ამ გამოცდილების გამოყენება. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ყველა ემიგრანტს, თანამემამულეს ჰქონდეს საქართველოს ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

მილიონზე მეტია ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა ქვეყანაში და მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მივმართავ საზოგადოებას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის გარშემო და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან ცუცქირიძეს ამ ინიციატივისთვის.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ემიგრანტებს ჰქონდეთ საკუთარი უფლების რეალიზების შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...