spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ...

“ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.

ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ დეპუტატის, დავით უსუფაშვილის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა:

ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად, რეალურად ყველაფერი გააკეთა და შეასრულა ის მოთხოვნები, რაც იყო დასახელებული – 12-პუნქტიანი გეგმა და დამატებითი მიმართულებები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ლოგიკა, ახსნა-განმარტება არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით, რადგან თუ რომელიმე ქვეყანას რაიმე ჰქონდა გაკეთებული და თუ შევაფასებთ იმ კრიტერიუმებით, რაზეც არის საუბარი, საქართველო იყო და არის ამ ქვეყნებს შორის მოწინავე, თუმცა გვესმის, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა იყო ამის მოტივი.

ყველა ვხედავთ, რამდენი რამ გაკეთდა ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. რეფორმები ჩვეულებრივად გრძელდება, ეს პროცესია და მჯერა, რომ თუ სამართლიანი მიდგომები იქნება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიანიჭებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანაში ნიჰილიზმი დანერგონ და ევროინტეგრაციის პროცესს ხელი მაქსიმალურად შეუშალონ.

ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას; გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება; ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ; როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვეყანაში. არა მხოლოდ თავიანთი განცხადებებით, არამედ ქმედებებით – პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს.

შეიძლება, არ მოგწონდეს შენი ხელისუფლება და იყო მასთან ოპოზიციაში, გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე, ამ დროს კი, ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლა ხდება, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის წინააღმდეგ დგამენ ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...