spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა ჭალიძე - ე.წ. "ოვერდრაფტით" დაზარალებულ მოქალაქეებს ვთხოვ...

თეონა ჭალიძე – ე.წ. “ოვერდრაფტით” დაზარალებულ მოქალაქეებს ვთხოვ – შემოიტანოთ განცხადებები პროკურატურაში, რათა დაინახონ რამდენი ადამიანია დაზარალებული

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო მეორე თაღლითობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურას მიმართა და გამოძიებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი წერილობითი მოთხოვნა ჩააბარა.
ჭალიძე „ლიბერთი ბანკის“ „ოვერდრაფტით” დაზარალებულ პენსიონერებს, დევნილებს, შშმ პირებს და მარჩენალდაკარგულებს მოუწოდებს, რომ თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით მოქალაქეებმა პროკურატურაში თავადვე განაცხადონ:

ვისაც ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს და შეგწევთ ძალა, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის და სხვების უფლებებისთვისაც, სამართლიანობისთვის.

ვინც ხართ „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან სავარაუდო მეორე თაღლითობის სქემით, ე.წ. „ოვერდრაფტით“ დაზარალებული, გთხოვთ, რომ შემოიტანოთ ინდივიდუალური განცხადებები პროკურატურაში, რათა დაიწყოს გამოძიება, დაინახონ, რამდენი ადამიანი არის დაზარალებული ისეთი, რომელსაც არაინფორმირებული თანხმობით, მათთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების გარეშე შეაჩეჩეს ისეთი საბანკო პროდუქტი, რომლის ფარგლებშიც მათი ყოველთვიური გადახდილი თანხებიდან იფარებოდა მხოლოდ პროცენტი, ანუ ბანკი იღებდა მხოლოდ სარგებელს და ძირი თანხა არ იფარებოდა“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...