spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიშა სააკაშვილს, ყველაფრის მიუხედავად, აქვს ძალიან დიდი ფორა...

“მიშა სააკაშვილს, ყველაფრის მიუხედავად, აქვს ძალიან დიდი ფორა სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან შედარებით” – ლელა ჯეჯელავა

“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელის ლელა ჯეჯელავას მრავალმხივი შეფასებები, კონკრეტული შეფასება-შედარებები და მინიშნებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

ძალაუფლება შიშზე დგას. რაც მეტად გეშინია მისი დაკარგვის, მით მეტად ცდილობ ეშინოდეთ შენი. ამიტომ ხდება აუცილებელი მუდმივად არსებობდეს მტრის ხატი, რომლის შიშით დაიმორჩილებ ირგვლივ ყველას და ყველაფერს. ეს მატრიცის ანა-ბანაა.

ახლა ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ უკვე დიდი ხანია აღარ მეშინია😊 რას იფიქრებენ ჩემზე სხვები.

მიშა სააკაშვილს, ყველაფრის მიუხედავად, აქვს ძალიან დიდი ფორა სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან შედარებით. ეს ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც მოუწია ყველა შიშზე გამარჯვებამ. დაკარგა ძალაუფლება, დაკარგა თავისუფლება, დაკარგა “ერთგული” თანამებრძოლები, პატივი, დიდება. გაიარა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. არ დაკარგა ბრძოლის სურვილი. ე.ი. არსებობს ამ ადამიანისთვის, რაღაც უფრო მეტი ვიდრე ძალაუფლებაა.

დაუშვა ამ პერიოდში შეცდომები? ცხადია, – ბევრი. არ ვაპირებ სხვის ომში ბრძენი ვიყო. საკუთარ შიშებთან ომი ვისაც არ გაუვლია, ამას ჩემზე უფრო “სიბრძნით” და ენთუზიაზმით😊 გააკეთებენ. შეძლებს მიშა ამ უპირატესობის გამოყენებას? არ ვიცი, მთავარია რა შიში აქვს ჯერ კიდევ დასამარცხებელი. თუმცა მგონია, რომ დროის შიში აქვს, რომ დროს ვერ აჯობებს. ამიტომ სულ ჩქარობს, ახლა ოთხ კედელშიც. არადა დროც ილუზიაა, ისევე როგორც ძალაუფლება. და რაც მთავარია, დაცემის შემდეგ საკუთარი ძალით წამოდგომა მაინც ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

ეს კაცი ფეხზე წამოდგომას ცდილობს და მისი “გულშემატკივრები” ამჯერადაც ხელს უშლით თქვენი შიშების გამო. სიზმრის ინსპირაციაა მხოლოდ😊“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...