spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირომან გოცირიძე: "ღირსების საკითხია, რომ როდესაც პუტინი...

რომან გოცირიძე: “ღირსების საკითხია, რომ როდესაც პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე”

ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნელ-ნელა აცილებს ქვეყანას ევროპული ორბიტისგან“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.

მისი თქმით, საგანგაშო იყო ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მონაწილეობა იმ ფორუმში, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

ღირსების საკითხია, რომ როდესაც პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე და თანაც მეორე რიგში, ყველაზე საპატიო სტუმრებთან ერთად, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სუფრაზე, სადაც პუტინთან ერთად, ალბათ სადღეგრძელოები ისმოდა მშვიდობასა და ჰუმანურობაზე.

ამ ფორუმში არ მონაწილეობდა ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, გარდა ერთ-ერთი ქვეყნის ოდიოზური ლიდერისა, რომელსაც ევროპაში უკვე სერიოზულად არ უყურებენ – ორბანისა. არ მონაწილეობდა დასავლეთის არცერთი სახელმწიფო. წარმოდგენილნი იყვნენ ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნები. მთავარი მონაწილეები იყვნენ: კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, კენია, ლაოსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, პაკისტანი, რუსეთი, სერბეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი, უზბეკეთი, ვიეტნამი.

ჩვენი ვიცე-პრემიერის გვერდით იჯდა მგონი პაპუა-ახალი გვინეას წარმომადგენელი. სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გეოგრაფიასთან?“ – მიმართა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

ინრორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...