კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"ახალი საოკუპაციო გეგმის მიხედვით, საოკუპაციოდ მომზადებული ფართობი შეადგენს...

“ახალი საოკუპაციო გეგმის მიხედვით, საოკუპაციოდ მომზადებული ფართობი შეადგენს 208 000 000 კვ.მ.” – დავით ქაცარავა

სოციალურ ქსელში, ოკუპანტების ახალი საოკუპაციო გეგმის თაობაზე, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს:

ოკუპანტების ახალი საოკუპაციო გეგმა – ზემო რაჭა, ზემო იმერეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი.

ახალი გეგმა მოიცავს ამ ოთხი რეგიონის იმ ტერიტორიებს, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაგვიკარგავს, ანუ არ შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ახალი საოკუპაციო გეგმის მიხედვით, საოკუპაციოდ მომზადებული ფართობი შეადგენს 208 000 000 კვ.მ.

დღეს გთავაზობთ ამ გეგმის ერთ-ერთ ნაწილს, კერძოდ კი ლომისას ტაძართან, აი იქ, კეთილგანწყობილი ოკუპანტები შოკოლადებით რომ მიდიან ხოლმე, ახალ ხაზს, რომელიც ქედის ძირში გაივლის და ჩავა ზემო მლეთაში, ყოველ შემთხვევაში, ოკუპანტების ახალი მონახაზი ასეთია.

მიმაგრებული ფაილი ამოღებულია სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სადელიმიტაციო კომისიის პრეზენტაციიდან, რომლის სრული ვიდეო ჩანაწერი დევს ჩემს იუთუბ არხზე.

ვისაც გსურთ, დახარჯეთ 1 საათი და დატკბით ოკუპანტების ახალი საოკუპაციო გეგმებით.

ხელისუფლება ბოლომდე აიგნორებს ამ უდიდეს საფრთხეს და აგრძელებს რუსებთან მოღალატეობრივ კოლაბორაციას.

შემდეგ პოსტებში წარმოგიდგენთ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მომზადებულ, ახალი საოკუპაციო გეგმის ეტაპობრივ მიმოხილვას.

იქნებ ვინმემ მაინც გაიღვიძოს ამ ხელისუფლებიდან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ქაცარავა.

 

ოკუპანტების ახალი საოკუპაციო გეგმა გასაჯაროვებული დავით ქაცარავას მიერ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...