ორშაბათი, აპრილი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები...

“აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები პატრიოტი და ეროვნული ხელისუფლების პირობებში სავსებით რეალური იქნება” – სერგო ჩიხლაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ერთობლივმა დელეგაციამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრებს აფასებს და ამბობს, რომ აშშ ყოველთვის მზადაა ქართველი ხალხის დასახმარებლად.

მისივე თქმით, სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა თუ სხვა ინსტიტუტებში განხილულ მთავარ საკითხებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროინტეგრაციის პროცესი და მომავალი, 2024 წლის არჩევნები წარმოადგენდა:

ჩვენს დელეგაციას მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა აშშ-ის სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ასევე, შევხვდით ექსპერტულ წრეებს და კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავენ.

მთავარი, რაც შეიძლება ითქვას დასკვნის სახით არის ის, რომ აშშ ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის გვერდით. აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი პარტნიორები დააკვირდებიან არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და მცირე გაყალბებასაც მოჰყვება რეაგირება მათი მხრიდან.

მათი მთავარი გზავნილია რეფორმები, რეფორმები და კიდევ ერთხელ რეფორმები. 12 რეკომენდაცია შესასრულებელია, ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტიუკრაინული პროპაგანდა მიუღებელია და ეს უნდა შეიგნოს ხელისუფლებამ. ჩვენი ამერიკელი მეგობრები წუხან და არ მალავენ უკმაყოფილებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ USAID-ზე და ამერიკულ ორგანიზაციებზე მიტანილი იერიშის გამო.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და მასში ასახული პოლიტიკური გზავნილები გარკვეულ შეშფოთებას იწვევს პარტნიორებში.

რაც მთავარია, აშშ მზადაა, რომ საქართველოს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს და უფრო მეტიც, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოგვიწოდებენ, რის სურვილსაც არ ამჟღავნებს საქართველოს ხელისუფლება.

დღეს რომ საქართველოს პატრიოტი და ქვეყნის ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება ჰყავდეს, წარმოუდგენელი წინსვლა იქნებოდა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის, ვიზების გამარტივების, პირდაპირი ფრენების, სასწავლო და სხვა პროგრამების გაღრმავების მიმართულებებით, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიონობის კუთხით.

აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები სრულად რეალურია პატრიოტი და ეროვნული ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერები გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი 23-28 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობის...

“არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება...

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ...

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...