ორშაბათი, მაისი 6, 2024

“სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, სინამდვილეში ის არის “ნაცმოძრაობის” პრეზიდენტი” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მწვავე პოზიცია და განმარტებებით ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ შეფასებებს მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში:

ქალბატონი სალომე მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ის გასაშვები ევროპაში.

როდესაც პრეზიდენტი მიდის ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერს ან სურს, ან არ სურს ევროპაში საქართველოს ინტეგრაცია, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რადიკალურ პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული იყო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციაში.

მისი სატელევიზიო გამოსვლაც არის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაცია. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა სალომე ზურაბიშვილმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ ის ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები.

ჩვენთვის ის აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი, სინამდვილეში ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.

თქვენც ნახეთ დღესაც, მისი სატელევიზიო ჩართვის დროს, რა არის მისი სულისკვეთება, რა არის მისი გზავნილები. ევროპაში ის მიდის სააგიტაციოდ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. როცა ჩადიხარ ევროპაში და შენს კოლეგებს ესაუბრები იმაზე, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არ სურს ევროინტეგრაცია, ეს ნიშნავს სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი გაუშვა ევროპაში, როდესაც შენ გინდა, რომ დღე-დღეზე მიიღო კანდიდატის სტატუსი?! რა თქმა უნდა, ის არ არის ევროპაში გასაშვები, ასეთი გზავნილების ფონზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული