spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზელენსკის კრიტიკა იმის გამო, რომ ბელერუსთან ერთ დონეზე...

“ზელენსკის კრიტიკა იმის გამო, რომ ბელერუსთან ერთ დონეზე მოგვიხსენია, არასწორია” – გია ნოდია

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან ერთგვარად დააკავშირა საქართველო და ბელარუსი, კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია:

ზელენსკის კრიტიკა იმის გამო, რომ ბელერუსთან ერთ დონეზე მოგვიხსენია, არასწორია.

მას არ უთქვამს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის განსხვავება არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, (1) ბელარუსისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვართ რუსეთის ღია მოკავშირე და (2) ჩვენი პოლიტიკური რეჟიმი არ არის იმდენად ავტორიტარული, როგორც ბელარუსშია. კი, ორივე თვალსაზრისით ბელარუსის გზას ვადგავართ, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ მიგვიღწევია.

მას არც იმაზე უთქვამს რამე, უნდა მოგვცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი. ამ საკითხის გადაწყვეტაზე ის გავლენას ვერ მოახდენს.

მან მხოლოდ გამოთქვა რწმენა, რომ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ეს ორივე ქვეყანა დასავლეთისკენ არ მიდის, მომავალში (იგულისხმება, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში) ორივე ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდება.

რა არის ამაში არასწორი? ან თუნდაც საქართველოს მიმართ არამეგობრული? არა მგონია, ბელარუსის საზოგადოება ჩვენზე ნაკლებად ევროპული იყოს. სავსებით შესაძლებელია, ის მომავალში პოლიტიკურად ევროპულ გზას დაადგეს. მაგრამ ამ მომენტში არც ამ ორი ქვეყნიდან ამ გზით არ მიდის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...