spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, სადაც ჩაერთო...

“მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, სადაც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი” – სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სოფო ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივაზე ჰუმანიტარულ პროექტთან დაკავშირებით:

,,მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, სადაც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და ამით მათ გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა.

ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ჩავალთ ყველა რეგიონში და ჩვენ მოქალაქეებს გავუწევთ სამედიცინო დახმარებას.

ჩვენი ინიციატივა შეიძლება ხელისუფლებისთვის ღიმილისმომგვრელი იყოს იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ დავწმუნდით, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებისთვის ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მეასე ხარისხოვანი.

მინდა ხაზი გავუსვა, ეს იქნება ჰუმანიტარული აქცია თუ პროექტი, ამას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგთან.

ადამიანები მირეკავენ და ასეთი ადამიანი არის ძალიან ბევრი. მეუბნებიან, რომ მათ არჩევანის გაკეთება უწევთ – მივიდნენ ექიმთან კონსულტაციაზე თუ შეიძინონ საკვები. ეს არის უმძიმესი საყურებელი და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეალობა მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...