პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან მწვავედ აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს და დაფიქსირებულ პოზიციებს:
,,სალომე ზურაბიშვილის პოზიციები, მხედველობაში მაქვს პოლიტიკური პოზიციები და არა პიროვნული, არის არა თუ მხოლოდ დაპირისპირებული გარკვეულ ინტერესებთან, არამედ არის პოლიტიკურად უზნეო.
არც საფუძველი აქვს, ვთქვათ, ჯარში ახლად შემოსულ ახალგაზრდებს ფიცის დადების წინ უთხრას, რომ ,,აქ გარკვეული მოდელირებული ქრონიკა იდგმევა ხელისუფლების მიერ, რომელიც ამას რუსეთთან შეთანხმებით აკეთებს“, არა თუ ამის საფუძველი არ აქვს, არამედ გამიზნულად აკეთებს. ამას ჰქვია მავნებლობა, რომელიც არ უნდა ეპატიოს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე