spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და უტოლდება 1990...

“მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და უტოლდება 1990 წლის არჩევნებს…” – მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა “ვივამედიდან” მორიგი გზავნილებით მიმართავს საზოგადოებას, ემიგრანტებს მიხეილ სააკაშვილი და 2024 წლის არჩევნების მნიშველობას უსვამს ხაზს:

მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და უტოლდება 1990 წლის არჩევნებს, როდესაც საქართველოში კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ.

თუ შემდეგ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქის მმართველობა და ქართული სახელმწიფო დაჩქარებული ტემპით წავა დასასრულისკენ.

სწორედ ამიტომ, ამ არჩევნებში ყველა ქართველის მონაწილეობა გადამწყვეტია, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

ჩემი თხოვნით, ამერიკაში “გამარჯვების კოალიციის” დელეგაცია ხვდება დიასპორას – თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებების გაუწევენ კოორდინაციას, სოფო ჯაფარიძე ესპანეთში და იტალიაში ამავე მიზნით იმყოფებოდა, შემდეგი შეხვედრა ექნება შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

შემდეგ არჩევნებზე, წინა არჩევნებთან შედარებით, ათჯერ მეტი ადამიანი უნდა დავარეგისტრიროთ და მივიყვანოთ, ამიტომაც მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც დიასპორაში: ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, რათა არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...