spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ლიბერთი ბანკის თანამშრომლებო, პენსიონერებს ნუ შეაჩეჩებთ ხელში "ოვერდრაფტს"...

“ლიბერთი ბანკის თანამშრომლებო, პენსიონერებს ნუ შეაჩეჩებთ ხელში “ოვერდრაფტს” თქვენი ბონუსების სანაცვლოდ” – თეონა ჭალიძე

ლიბერთი ბანკის თანამშრომლებო მოგმართავთ, რომ პენსიონერებს ნუ შეაჩეჩებთ ხელში ისეთ საბანკო პროდუქტს, როგორიც ოვერდრაფტია, რომლის პირობებიც მათთვის არ იქნება ნათელი და გასაგები“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ ლიბერთი ბანკის მიერ პენსიონერებისთვისა და შშმ პირებისთვის არაინფორმირებული თანხმობით „ოვერდრაფტის“ გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, ლიბერთი ბანკის თანამშრომლები ბონუსების სანაცვლოდ პენსიონერებისთვის „ოვერდრაფტებს“ გასცემენ, რაც პენსიონერებს აზარალებთ. მისივე თქმით, პენსიონერებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ:

ლიბერთი ბანკის თანამშრომლებო, განსაკუთრებით ოპერატორებო, იურისტებო, პენსიონერებზე არაინფორმირებული თანხმობის საფუძველზე რომ გასცემთ საბანკო პროდუქტს, როგორიცაა “ოვერდრაფტი”, ამის სანაცვლოდ თქვენ იღებთ ბონუსებს, კეთილდღეობას, ხოლო პენსიონერებს აზარალებთ იმიტომ, რომ მათ არ იციან, თუ რას მოიცავს და რა პირობებით არის ეს “ოვერდრაფტი” გაცემული.

წლების განმავლობაში ჰგონიათ, რომ იხდიან სტანდარტულ სესხს, ჰგონიათ, რომ ყოველთვიურად ეჭრებათ, როგორც პროცენტი, ასევე იფარება ძირი თანხა, სინამდვილეში კი თურმე სულ პროცენტში მიდის მათ მიერ მოჭრილი თანხა. ეს არის მინიმუმ არაკეთილსინდისიერება, რომელიც არ არის შესაფერისი არანაირი სამსახურის წარმომადგენლისთვის, ამიტომაც მოგმართავთ, რომ პენსიონერებს ნუ შეაჩეჩებთ ხელში ისეთ საბანკო პროდუქტს, როგორიც “ოვერდრაფტია”, რომლის პირობებიც მათთვის არ იქნება ნათელი და გასაგები”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...