spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე თვე დარჩა და მათ მმართველობას,...

ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე თვე დარჩა და მათ მმართველობას, როგორც საშინელ წარსულს ისე გავიხსენებთ – გიორგი ვაშაძე

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე: ოპოზიციონერი ლიდერი იანვრიდან საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას აანონსებს და მიაჩნია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას მართველობის მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა:

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ რამდენიმე გამარჯვებას, შევძელით და საერთო ენა გამოვნახეთ ყველა ახალგაზრდულ ჯგუფთან, რომლებიც განსაკუთრებულად აქტიურობენ. სადაც არ უნდა მივიდეთ, მოსახლეობა ყველგან უმძიმეს კრიზისზე საუბრობს და „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს კონკრეტულ პასუხებს კითხვებზე.

თუ არ მივიღებთ პასუხებს, ჩვენ გვაქვს გეგმა და გაცილებით მწვავე ვიქნებით. მთელი საქართველო იანვრიდან ფეხზე დადგება, ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოედება ყველა ქალაქს, სოფელსა თუ ოჯახს.

ჩვენ გვიყვარს სამშობლო და ამიტომაც ვდგავართ აქციებზე, მათ კი მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობები შეუყვარდათ. ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის, ისინი კი ფიქრობენ, რომ საქართველოდან ხალხი უნდა გადაასახლონ და მხოლოდ თვითონ უნდა დარჩნენ ამ ქვეყანაში საცხოვრებლად. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ისეთი რეფორმები გავატაროთ ქვეყანაში, რომელიც ყველა გაჭირვებულ ადამიანს ხელს გაუმართავს, ისინი კი ფიქრობენ ერთადერთს, რომ ჩვენს ხარჯზე ბევრი ფული იშოვონ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და მათთვის გვინდა ეს ქვეყანა, მათ კი უნდათ, რომ მათი შვილები საზღვარგარეთ წავიდნენ და ქართველი ხალხის ხარჯზე ნაშოვნი ფულებით დააფინანსონ, ეს კი უსამართლობაა.

მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს დიდი მომავალი. მე მჯერა, რომ ყველა პენსიონერს ექნება ღირსეული ადგილი ქვეყანაში, მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს ვიპოვით და დავასაქმებთ სამუშაოს მაძიებელ ქართველებს. მე მჯერა რომ ქართველი ახალგაზრდობა აქ შეძლებს მიიღოს განათლება და აქედან შეეხმიანება გლობალურ სამყაროს.

პირობას ვდებ თქვენს წინაშე, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე თვე დარჩა და მათ მმართველობას, როგორც საშინელ წარსულს ისე გავიხსენებთ. საქართველო აღარ დაუშვებს რუსული ბნელი ძალების გამარჯვებას ჩვენს ქვეყანაში“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...