კვირა, მაისი 19, 2024

ნიკა გვარამია: “ჩემი გეგმები მაქვს, ბევრის გაკეთებას ვაპირებ”

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია, კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებიათ. იგი, ასევე, საუბრობს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელთან, დავით კეზერაშვილთან მის კავშირზე:

,,საერთოდ, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა ლაპარაკი. მე არ ვიცი რა არის ბორდი. შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ და არც ვიქნები.

რაც შეეხება კადრს – კარგია, რომ ,,ფორმულა” მისვამს კეზერაშვილზე შეკითხვას – ეს გამბედაობა სწორია. მე არავის კადრი არ ვარ საკუთარი თავის გარდა.

რაც შეეხება დათოსთან ჩემ დამოკიდებულებას – მეგობრებს, რაც არ უნდა ხდებოდეს მათ ცხოვრებაში, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებები დაახლოვდება თუ დაშორდება ერთმანეთს, არ ივიწყებენ და მასზე უარს არ ამბობენ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება დათოსთან დაკავშირებით. ეს ვუთხარი ,,რუსთავი 2″-ს, სხვათაშორის, ბევრი რამ ვუთხარი და არაფერი გაუშვიათ.

მე მგონია, რომ ეს დაპირისპირება [“ნაციონალურ მოძრაობაში”] უნდა მოგვარდეს. ამის იქით მე პოზიცია არ მაქვს, რეცეპტებს არ ვფლობ. მხარეებმა უნდა გამონახონ ძალა. წყენებზე მაღლა დადგნენ. მესმის, რომ რაღაცა ჭრილობები არსებობს. ყველა მხარეს თავისი, ასე ვთქვათ, სიმართლე მოჰყავს.

მე მგონია, რომ სიმართლე ერთია ამ ქვეყანაში – რუსები უნდა დამარცხდნენ და დასავლეთმა უნდა გაიმარჯვოს. საამისოდ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, განსაკუთრებით, ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ჩემი გეგმებიც რუსების საქართველოში დამარცხება და პროდასავლური მიმართულების გამარჯვებაა. რა ფორმით და როგორ, ეს სხვა საკითხია.

ჩემი გეგმები მაქვს, ბევრის გაკეთებას ვაპირებ, მათ შორის, ბორდის თავმჯდომარეობა ნამდვილად არ შედის, არ ვიცი ეს რა არის და რაზეა საუბარი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ინფორმაციისთვის: “რუსთავი 2”-ის ინფორმაციის მიხედვით “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი ბორდი იქმნება, რომელსაც ნიკა გვარამია უხელმძღვანელებს და ამ საკითხის განხილვები იყო კვიპროსსა და საფრანგეთში. აღნიშნულ ინფორმაციას მწვავე შეფასებით გამოეხმაურა ნიკა გვარამია – “უკაცრავად? რა ბორდი, რა საფრანგეთი?! აბა კიდე რამდენ სიდებილეს იტყვით“…

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული