ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

თბილისის მერიის განცხადება – ისანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, გამგეობამ დროებით გადაიყვანა სასტუმროში

ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. ამ ეტაპისთვის, სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.

ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

ცნობისთვის: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც საცხოვრებელ კორპუსში გამოიწვია აფეთქება. შედეგად სამმა ადამიანმა მიიღო დაზიანება, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ გადაყვანილნი იყვნენ კლინიკაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული