საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს რუსულ გავლენებზე ქვეყანაში დაგეგმილ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:
,,პრინციპში ამაში ახალი არაფერი არ არის – რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია ცდილობს, რომ დემოკრატიული პროცესების მანიპულირებით ზეგავლენა მოახდინოს იმ ქვეყნებში, სადაც საკუთარი ინტერესები აქვს.
რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს, – რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებში არის ყველაფერი გააკეთოს, რომ ხელისუფლებაში მათი მოკავშირეები შეინარჩუნოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი