spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პატიმრობა - ეს არ არის საუკეთესო გამოცდილება, მაგრამ...

“პატიმრობა – ეს არ არის საუკეთესო გამოცდილება, მაგრამ არც მომაკვდინებელია” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს მისი პატიმრობის პერიოდთან დაკავშირებით და ასევე, ხაზს უსვამს, თუ რა არის ქვეყანაში არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი:

,,პატიმრობა – ეს არ არის საუკეთესო გამოცდილება, მაგრამ არც მომაკვდინებელია. როდესაც შენ იცი, რომ პოლიტიკური პატიმარი ხარ, მართალი ხარ, ეს მოპყრობა შენ მიმართ უსამართლოა და იცი, რომ შენ არ ხარ დამნაშავე, ეს ძალიან გეხმარება.

დაინტერესებულნი იყვნენ, როგორ გაეჩუმებინათ, უპირველესად, ჩემი არხი და გავეჩუმებინე პერსონალურად მე.

სინამდვილეში, ეს ასევე, გამოწვეული იყო იმით, რომ დაეხშოთ შესაძლებლობა, ვგულისხმობ საბოტაჟს, მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. საქართველოში არსებული პრობლემები მხოლოდ ცუდი ხელისუფლება არაა. ეს არის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ავტორიტარიზმი. ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, რომელიც უნდა გავიაზროთ საქართველოს კონტექსტში.

მედიასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს მხოლოდ მედიას, პოლიტიკურ პატიმრებს არ უკავშირდება, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...