spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამარჯვების კოალიციას" ზურაბიშვილის მიმართ აქვს მინიმალური ნდობა, ვიდრე...

“გამარჯვების კოალიციას” ზურაბიშვილის მიმართ აქვს მინიმალური ნდობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ არის გათავისუფლებული – პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რაც მმართველმა პარტიამ ისე განმარტა, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის ინტერესები თანხვედრაშია და ეს, მათი აზრით, ემსახურება დესტაბილიზაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები და კონკრეტული განმარტებები გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ:

,,ამას ისედაც აკეთებდნენ. ეს რატომ სჭირდებათ? – იმიტომ, რომ დამატებითი რეგულაცია ჰქონდეთ. ახლა პოლიციელი მერე იქ, აქციაზე რას განმარტავს და როგორ შეუფარდებს ამ ნორმას, არავინ იცის.

დიახაც, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა! დიახაც, ვეტო უნდა დაედოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე საერთო სამოქმედო გეგმა გვაქვს.

,,გამარჯვების კოალიციას” ანუ ,,ნაციონალურ მოძრაობას” და ,,სტრატეგია აღმაშენებელს” ზურაბიშვილის მიმართ აქვს მინიმალური ნდობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ არის გათავისუფლებული.

ეს ვეტო დაიძლევა იმიტომ, რომ მათემატიკაა ჩვეულებრივი – 76 ხმა სჭირდება და ქოცნი მეტნი არიან ბევრად, ვიდრე 76 ხმაა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...