spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" მარცხების თვლა არაფრის მომტანი არაა. სტატუსკვოს...

“ქართული ოცნების” მარცხების თვლა არაფრის მომტანი არაა. სტატუსკვოს შეცვლას ოპოზიციის გამარჯვებები სჭირდება – ნიკა გვარამია

“ქართულ ოცნებასა” და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია:

ქართული ოცნების” მარცხების თვლა არაფრის მომტანი არაა. სტატუსკვოს შეცვლას ოპოზიციის გამარჯვებები სჭირდება.

რაც შეეხება დღევანდელს: ზურაბიშვილი შთამბეჭდავი იყო, ქოცები – ამზრზენი და სამარცხვინო. ის, რომ იმპიჩმენტი არ შედგა, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. ის, რომ ამ პროცესმა ევროინტეგრაციული პროცესები დააზიანა, ასევე უტყუარია.

ისიც უნდა ითქვას, რომ არის თუ არა ეს ივანიშვილის თამაში, ლეგიტიმური შეკითხვაა. თუმცა კონსპირაციულ სპეკულაციებს ორივე მიმართულებით ახლა არათუ აზრი არ აქვს, კონტრპროდუქტიულიცაა. კონსპირაციებში ჩაძირვა ზუსტად ისაა, რაც ზოგადად პროპაგანდის მიზანია ყველგან და ყოველთვის. ყველაზე მარტივი გამოსავალი ამგვარ ვითარებებში შედეგებით მსჯელობაა.

არის თუ არა “ოცნებისა” და ზურაბიშვილის დაპირისპირება ივანიშვილის თამაში, გათვლით იმაზე, რომ ახალი პოლიტიკური პროექტი წამოიწყოს, ძალიან მოკლე დროში და ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება.

p.s. სულაც არაა აუცილებელი, დაპირისპირების აღმასრულებელი ქოცები ინფორმირებულნი იყვნენ მათი პატრონისგან, რომ ეს მხოლოდ თამაშია და თვითონ კი – სათამაშოები. გავიხსენოთ ამ ჟანრის კლასიკა: მამუკა მდინარაძე და ტრუსკავეცი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“არ მახსოვს სააკაშვილის მხრიდან ერთი საყვედური, პირიქით! მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავდა!” – გია ხუროშვილი

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი ცალკეულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...