ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს, მოლოდინები არის საკმაოდ...

“ჩვენ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს, მოლოდინები არის საკმაოდ პოზიტიური” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მოლოდინებთან დაკავშირებით:

,,ჩვენ ვიყავით გრანადაში, ესპანეთში. მე მქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს ევროპელ ლიდერებთან. ჩვენ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს. უნდა ითქვას, მოლოდინები არის საკმაოდ პოზიტიური. მე არ მინდა ახლა იმაზე მეტი ვთქვა, რაც ამ ეტაპისთვის არის მიზანშეწონილი. მე მექნება შეხვედრები ბრიუსელში. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ კომისიის შესაბამის სტრუქტურებთან.

ახლა ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს. ნოემბრის დასაწყისში, მე ასე მინდა ვთქვა, იქნება კომისიის გადაწყვეტილება, რეკომენდაცია. ვფიქრობ, რომ საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დესტრუქციისა და საბოტაჟისა ოპოზიციის მხრიდან, სხვა შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რამენაირად შეფერხებულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ბოლოში გავედით. ამ ბოლოში გასვლას ჩვენ იმედიანად ველოდებით. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, ჩვენი ხალხის მობილიზებით, მათი ნების გამოხატულებით, კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ისე როგორც შარშან ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, გაუმართლებელი და უფრო მეტიც, ევროპის მხრიდან იყო უხეში შეცდომა დაშვებული. მე აღარ მინდა წარსულზე გავაკეთო კომენტარები, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მე ამას წინად ფართოდ ვისაუბრე. ბოსნიას, მოლდოვას, უკრაინას აქვს სტატუსი. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც მიანიჭა სტატუსი. ამ ქვეყნებს მინდა წარმატება ვუსურვო, მაგრამ მე ჩემს, ჩვენს ქვეყანაზე მაქვს მთავარი ფოკუსირება და მთავარი ყურადღება გამახვილებული, ამ დამსახურებასა და ყველაფერზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...