spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში “ზურაბიშვილის პროექტის”...

“ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში “ზურაბიშვილის პროექტის” გარშემო აქტიურ მონაწილეობას იღებს ან სულელია, ან თავს ისულელებს” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მიმდინარე იმპიჩმენტის პროცესს, ბიძინა ივანიშვილთან კავშირში განიხილავს მას და კონკრეტულ პოლიტიკურ სცენარზე საუბრობს:

ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში “ზურაბიშვილის პროექტის” გარშემო აქტიურ მონაწილეობას იღებს ან სულელია, ან თავს ისულელებს.

ამ ეტაპზე “იმპიჩმენტის” მიზანია პოტენციური პროტესტებისთვის ნამდვილი თემების გადაფარვა, ახლა “იმპიჩმენტი” ჩავარდება, სალომე ბილეთს აიღებს, წავა ევროპაში და მას მიაწერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ევროკავშირს მართლაც გადაწყვეტილი აქვს ოლიგარქატის სისტემაზე თვალის დახუჭვა და საქართველოსთვის გარკვეული დათქმებით სტატუსის მინიჭება და ეს მიეწერება სალომეს, რითაც ივანიშვილი რუსების თვალში პასუხისმგებლობას იშორებს.

მომავალ არჩევნებში “ოცნება” რომ უმრავლესობას ვერანაირად ვერ დაიწერს ეს ოლიგარქმა იცის და იქ ძირითად ვარიანტად განიხილავს სალომეს გარშემო ახალი პროექტის შეკვრას და ჩემთან დაკავშირებული ძირითადი ძალის იზოლირებას.

ის, რომ ეს ყველაფერი თამაშია მარტივად იშიფრება, ეს ყველაფერი, რაც ივანიშვილს დასჭირდა სალომემ გააკეთა ფარცხალაძესთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის კანდიდატებზე, ჩემს საკითხში, არა მხოლოდ გაშვების არ გაშვების, არამედ “პიჯაკების საქმეზე” საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფით “საიდუმლოს” არ მოხსნაზე.

ეს ყველაფერი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ოლიგარქია ასე ჭკვიანი, არამედ იმაზეც, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საკუთარი სისუსტის გამო იღებს ამ თამაშის წესებს.
ეს არ ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმას” და რამდენიმე სხვა გამონაკლისს.

ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ზეგინდელ აქციას მთლიანად მხარს ვუჭერ! ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, ვიყოთ ბევრი და აქტიური! ხალხის რაოდენობას და გამბედაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

ეს მზარდი ტალღა აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის მიერ აშენებულ ხელოვნურ ჯებირებს.
დღევანდელ არეულ მსოფლიოში საქართველო თავს გადაირჩენს მხოლოდ იმით თუ დღევანდელ სტატუს-კვოს შევცვლით, რომელიც ასუსტებს და შიგნიდან ანადგურებს ქვეყანას!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...