spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სალომე ზურაბიშვილს 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, როცა იყო ოპოზიციაში"...

“სალომე ზურაბიშვილს 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, როცა იყო ოპოზიციაში” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც გამოაცხადეს, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი ჰქონდა:

,,რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას – ეს, რა თქმა უნდა, არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი.

მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი.

იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და სხვებისთვის მაგალითი მიეცა – სხვა საჯარო მოხელეებისთვის, თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის, კანონის და მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად ქალბატონმა სალომემ უხეშად, დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: ელოდებით თუ არა რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციაში წავა? მან თქვა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ მერე თვითონ გადაწყვიტოს ურჩევნია მე თავისუფალი პოლიტიკოსი ვიყო თუ ერჩივნა, რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი.

გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ, ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, როცა იყო ოპოზიციაში. 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა! ,,ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანი მოიყვანა და დასვა პრეზიდენტად.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: 1% თუ ჰქონდა, როგორ დასვა?

– ,,ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...