spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში...

“კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს” – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხსა და ოპოზიციის დამოკიდებულებაზე სალომე ზურაბიშვილის მიმართ:

,,ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რომ ,,ქართული ოცნება” ცდილობს კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი თავს გვაცოდებს და ამბობს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი… არ ვიცი, ამ ყველაფერს რა დავარქვა. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა. მე დარწმუნებული ვარ, რომ 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება. მე ვარ ამაში დარწმუნებული.

მარტივი სპეკულაციებია, რასაც მათგან ვართ მიჩვეული. უნდათ თქვან, რომ ვცდილობთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მარტივი რაღაც არის. სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ,,ნაცმოძრაობას” ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც.

მათ იციან, რომ არჩევნებს წააგებენ. ელოდებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როცა კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე, რომ არჩვენები გაყალბდა და ა.შ. სჭირდებათ, რა თქმა უნდა, მათი პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა.

აქედან გამომდინარე, კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა” ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...