spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინინო ჯანგირაშვილი: ყველა პუტინის ძმაკაცები ხართ, ვინც ამ...

ნინო ჯანგირაშვილი: ყველა პუტინის ძმაკაცები ხართ, ვინც ამ უსაშინლესი ტერაქტისას ჩათვალეთ, რომ კარგი მომენტია ისრაელს “ძველი ცოდვები“ გაუხსენო

“ჰამასის” ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თავისი შეფასებები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც, რომელმაც მომხდარის წინაპირობად, განვითარებული ქვეყნების მხრიდან, რეგიონთან მიმართებაში არასწორი პოლიტიკა დაასახელა და ასევე ის, რომ დღემდე არაა შექმნილი პალესტინის სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულს მწვავე შეფასება-მინიშნებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ვინც ამ უსაშინლესი ტერაქტისას ჩათვალეთ, რომ კარგი მომენტია ისრაელს “ძველი ცოდვები“ გაუხსენოთ, ყველა პუტინის ძმაკაცები ხართ, დიახ.

იიი, “ღაზელი ბავშვები რატომ არ გეცოდებათ“ ისტერიკებისა და უვიცობის ნაზავით სხვებზე თავდასხმა არის მინიმუმ ქაჯობა.

ყველა ბავშვის სიკვდილი გულს მიხეთქავს, ოღონდ მიზეზ–შედეგობრიობას თუ აურევ ერთმანეთში და ტერორისტს ტერორისტს არ დაარქმევ, იქნები აი, ასეთი ფარისეველი, რომელიც ამბობს, რომ პალესტინის სახელმწიფო უიმე თურმე რატომ არ შეიქმნა და ამ დროს ამტკიცებს, რომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობის უფლება არ აქვს. ფარსეველი მსუბუქი შეფასებაა, მაგრამ ვეცდები ნაკლებად ისტერიული ვიყო.

P.S. სხვათა შორის, ეს “უსათნოესი” კაციც [პუტინი] ძალიან დარდობს დაღუპულ ბავშვებზე ორივე მხრიდან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...