spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიცოტნე გამსახურდია ცივი იარაღით დაჭრეს

ცოტნე გამსახურდია ცივი იარაღით დაჭრეს

საკუთარი სახლის სიახლოვეს თავდასხმა განხორციელდა ცოტნე გამსახურდიაზე. გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმა რამდენიმე ადამიანმა განახორციელა, რა დროსაც ცივი იარაღით მძიმედ დაჭრეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი.

დაჭრილი გადაყვანილია სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (მე-9 საავადმყოფო).

საავადმყოფოს ექიმის განცხადებით:

დაზიანებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარი. ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და ე.წ. ჰემოპნევმოთორაქსი ანუ პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა აღინიშნება ზურგის მიდამოს მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და თავის მიდამოში, თხემის მიდამოში 4 ჭრილობა – ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები.

მე და ჩემმა კოლეგებმა თორაკოტომია ანუ გავხსენით გულმკერდის ღრუ, ჩავატარეთ შესაბამისი ოპერაცია. სისხლდენა გაჩერებულია. ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული პომოგრაფიის კაბინეტში, რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდება თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია დაზიანების ხარისხის სანახავად და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მკურნალობის ტაქტიკას, საჭირო იქნება კიდევ დამატებით ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთება თუ არა.

მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...