შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივფიქრობ, რომ დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო...

ვფიქრობ, რომ დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო – გიორგი გახარია

სახელმწიფო კანცელარიაში გამართული მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრის მიმართვით დაიწყო. გიორგი გახარიამ ისაუბრა 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და იმ კონკრეტული დავალებების შესახებ, რაც შესასრულებლად გაიცა ცალკეულ უწყებებზე:

“კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს, ისე რომ არ დარჩება არცერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში.

შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან, თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები, ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამის უწყებებზე.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.

განათლების სამინისტრომ ყველა სხვა უწყებასთან ერთად უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან.

ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან მათ აქვთ შეხება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ, სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომლებიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება.

ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთი აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროაქტიულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომლებიც სკოლაში მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული.

ეს არის ის მიმართულებები, რომელზეც ჩვენ სისტემურად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის მიმართულებები, რომელზეც უნდა დავაყენოთ სწრაფი შედეგი.

ვფიქრობ, რომ დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო, დღეს არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით. ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები,” – გიორგი გახარია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მთავარი მიზანია, დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკურ პროცესში არ იყოს” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს პარტიების გაუქმების მიზნით...

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“საინტერესოა კობახიძის და ივანიშვილის შერკინება როდის მოხდება და ვის სასარგებლოდ?” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია, "ქართული ოცნების" პირველ...

“ოცნების” მხარდამჭერები ახლა მაინც მიხვდით, რა შავ დღეში ხართ” – გოჩა მირცხულავა

საქართველოს გენერალური პროკურატურისა, ასევე სუს-ის მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...

“ახლა ნახავთ რა ღირს ქოცის ე.წ. მხარდამჭერების ერთგულება და სიყვარული” – ნინო ჯანგირაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...