მპგ ,,სტრატეგია აღმაშენებელი“-ს დამფუძნებელმა – შორენა ლობჟანიძემ საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახალხო დამცველს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2040 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციით მიმართა, რომლითაც ითხოვს მსოფლიოში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარმატებით მოქმედი პროგრამის საქართველოში განხორციელებას:
“საკუთრივ პროგრამა გულისხმობს პატიმრების მიერ მიუსაფარი ცხოველების ,,შვილად“ აყვანას. იგი მსოფლიოში მოქმედებს 1997 წლიდან.
სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, შინაური ცხოველებით თერაპია ადამიანებს ეხმარება ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში, სხეულის კონტროლში, სტრესის, შფოთვისა და დაძაბულობის დონის დაწევაში, არეგულირებენ გულისცემას და მეპატრონეებს ხდის გაცილებით თავდაჯერებულებს. ადამიანებს ეხმარებიან საკუთარი თავის შენარჩუნებაში, უღვიძებენ სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილებას, მარტივად დაძლევადს ხდიან მარტოობის სიცარიელეს, ბრძოლისუბანიანებს კი სტრესის და შფოთვების მიმართ.
ექსპერტები განმარტავენ, რომ გაუმჯობესება ხდება იმის გამო, რომ შინაური ცხოველის ,,მშვილებელი“ თავს თითქმის იძულებულად გრძნობს იზრუნოს ძაღლის, კატის ან სხვა ცხოველის მიმართ, რომელიც გვერდით ჰყავთ. ამრიგად, მათ ეზრდებათ პასუხისმგებლობა კონკრეტული ცხოველის და გარესამყაროს მიმართ.
ყოველივედან გამომდინარე, პეტიციაზე ხელმომწერ მოქალაქეებთან ერთად იმედი გვაქვს, რომ თითოეული უწყება თავისი კომპეტენციის და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განახორციელებს იმ ქმედით ნაბიჯებს, რომლის მეშვეობით დაიწყება აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელდება საქართველოში მოქმედ პენიტენციალურ, თავისუფლების აღკვეთ დაწესებულებებში, როგორიცაა: დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის, განსაკუთრებული რისკის, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და ქალთა სპეციალური დაწესებულებები.
ხოლო მსჯავრდებულებს თავის მხრივ საშუალებას მიეცემათ იზრუნონ მიუსაფარ ცხოველებზე, ,,იშვილონ“ ისინი, შეიძინონ დამატებითი უნარ-ჩვევები, გადამზადდნენ პროფესიულად, გახდნენ გაცილებით ემპათიურები და გისოსებს მიღმა გატარებულ პირქუშ პერიოდს შემატონ სიფერადე და სიხალისე“, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.