spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშეასრულოს "ქართულმა ოცნებამ" ევროპული რეკომენდაციები და გაათავისუფლონ მიხეილ...

შეასრულოს “ქართულმა ოცნებამ” ევროპული რეკომენდაციები და გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი – აი ეს არის პოლარიზების დასრულების ფორმულა – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამანტის წევრი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და კონკრეტულ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველ პარტიასთან მიმართებაში:

კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ხელისუფლებას, პოლარიზებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას. შეასრულოს “ქართულმა ოცნებამ” ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დაწესებული 11 რეკომენდაცია და პირობას ვიძლევი მე-12 შესრულდება ავტომატურად.

ასევე როცა საუბრობებ პოლარიზების დასრულებაზე, პოლარიზებით კი არ უნდა დაიწყონ, რომ მოდი ოპოზიციამ გველაპარაკოს არამედ უნდა დაანებოს თავი ანტიდასავლურ რიტორიკას, რუსების ლობირებას საქართველოში, რუსების ინტერესების დაცვას საქართველოში და ასევე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დიახაც მიღებული გადაწყვეტილება, რომ ფარცხალაძის პროკურატურის მიერ ბრალის საფუძველზე, რომელიც გასამართლებულია სანქცირებული სასამართლოს სისტემის მიერ ასეთი ადამიანის გათავისუფლება, რა თქმა უნდა მოემსახურება პოლარიზების შესრულებას. აი ეს არის პოლარიზების დასრულების ფორმულა.

მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანი არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი და უფრო მეტი კიდევ გამოკითხვებში საუბრობს, რომ მესამე პრეზიდენტი წარდგენილი ბრალის საფუძველზე საპატიმროში არ უნდა იჯდეს.

ხომ ადარებდნენ სარკოზს სააკაშვილს, რომ სარკოზიც გაასამართლა საფრანგეთმა?! სარკოზი დადის სამაჯურით, გამოუშვან სააკაშვილი და იაროს სამაჯურით სანამ მიმდინარე გამოძიებები დასრულდება”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია” – კახა...

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...