spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილუკას ტრაგედიიდან მთავარი დასკვნა ისაა, რომ სისტემა მოძლადე...

ლუკას ტრაგედიიდან მთავარი დასკვნა ისაა, რომ სისტემა მოძლადე და მკვლელია – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არასრულწლოვან ლუკა სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ტრაგედიის პოლიტიკისგან გამიჯვნის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება და მიაჩნია, რომ ეს აბსურდული მოთხოვნაა და სისტემის წისქვილზე ასხამს წყალს:

“15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიის პოლიტიკური სტერილიზაცია არის აბსურდული მოთხოვნა, უკეთეს შემთხვევაში, და მკვლელი სისტემის მსახურება, უარეს შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სისტემის წისქვილზე ასხამს წყალს.

ლუკას ტრაგედიიდან მთავარი დასკვნა ისაა, რომ სისტემა მოძლადე და მკვლელია და აუცილებელია მისი ფორმალური დეკონსტრუქცია და საკადრო შინაარსის შეცვლა. ეს ლეგიტიმური და მკაფიოდ პოლიტიკური მიზნებია და როგორ შეიძლება მისი მიღწევა აპოლიტიკურ-ფილოსოფიურ-ვიშვიშა დისკურსით, გაურკვეველია.

ეს არაა მოზარდის თვითმკვლელობის იზოლირებული შემთხვევა, ძვირფასო კვალიფიციურო თუ “კვალიფიციურო” ექსპერტ-სპეციალისტებო. გამოდით ქრესტომატიებიდან და, გაიდლაინების კითხვა-ტირაჟირების გარდა, კიდევ რამეს თუ დაუთმობთ დროს, მიხვდებით, რომ ესაა სისტემის მიერ ჩადენილი მკვლელობა – როგორც ზოგადად ძალადობრივი, გაუნათლებელი და ღარიბი, სუიციდალური გარემოს შექმნის, ასევე, კონკრეტულ შემთხვევაში, სუიციდამდე მიყვანის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრიობის თვლასაზრისით, ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ძალადობის არალეგიტიმური გამოყენების გამო.

რაც შეეხება ჰეშთეგს #ამცხოვრებისდედა, არაფრის არც მოწოდებაა, არც შეფასება. უმძიმესი სისტემური დანაშაულის ამსახველი ციტატაა, რომლითაც ეს ტრაგედია შევა ქვეყნის ისტორიაში. მეხსიერებიდან კი არ უნდა ამოვშალოთ, პირიქით, ყველგან უნდა ვწეროთ და სისტემის წინააღმდეგ სამართლიანი ბრაზი გავაღვივოთ, იმის მუდმივი შეხსენებით, რომ სისტემა კლავს და იგი უნდა დაინგრეს,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...