კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"რა ხდება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ამ მომენტისთვის?" - ზურაბ...

“რა ხდება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ამ მომენტისთვის?” – ზურაბ ბატიაშვილის ახალი ინფორმაციები

“ჰამასის” თავდასხმას ისრაელმა საპასუხო ზომებით უპასუხა და რეგიონში ფაქტიურად ფარტომასშტაბიანი საომარი ვითარება შეიქმნა. მიმდინარე პროცესებთან შეფასება-განმარტებებს აკეთებს რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ბატიაშვილი:

რა ხდება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ამ მომენტისთვის?

– ისრაელმა დაიწყო იმ დასახლებულ პუნქტებზე კონტროლის აღდგენა, რომელიც გუშინ დაიკავა ღაზას სექტორიდან გამოსულმა “ჰამასმა”;

– ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორში არსებული სამიზნეების განადგურებას;

– ისრაელი აცხადებს, რომ გაანადგურეს “ჰამასის” 400-ზე მეტი მებრძოლი;

– ისრაელმა დაიწყო რეზერვის გამოძახება;

– ლიბანში მოქმედმა პროირანულმა “ჰეზბოლამ” დაიწყო ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიების დაბომბვა (“ჰეზბოლა” “ჰამასთან” შედარებით, გაცილებით სერიოზული სამხედრო ძალაა);

– “ჰეზბოლას” საბრძოლი მოქმედებებში ჩართვა ზრდის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის და ომში სხვა აქტორების ჩართვის საფრთხეს;

– ღაზას სექტორში “ჰამასის” ტყვეობაში რჩება ისრაელის ათობით სამხედრო და სამოქალაქო პირი (მათ შორის, ქალები და ბავშვები);

– ისრაელის მხარეს დაღუპულია 300-ზე მეტი ადამიანი, 1864 კი დაჭრილია;

– ღაზაში დაიღუპა 313 და დაჭრილია 1990 ადამიანი;

ბრძოლები ამ მომენტისთვისაც გრძელდება და განახლებულ ინფორმაციებს მომავალშიც შემოგთავაზებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამოცდილების გაზიარებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...