ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნეტავ უფრო ადრე გაგვეგო აითაჯის ხმა..." - თეონა...

“ნეტავ უფრო ადრე გაგვეგო აითაჯის ხმა…” – თეონა ჭალიძე 14 წლის გოგონასთან მიმართებაში ჩადენილ შემზარავ დანაშაულებებზე

14 წლის გოგონასთან მიმართებაში ჩადენილ შემზარავ დანაშაულებებს, ემოციური პოზიცია-შეფასებებით, ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე:

აითაჯი – ასე ჰქვია ბავშვს, უფრო სწორად ერქვა 14 წლის გოგოს, რომელიც 28 წლის (არა)კაცმა თავის სოფლიდან მოიტაცა, იძულებით აღუკვეთა თავისუფლება, რაც კანონით ისჯება.

ზრდასრული კაცი ამყარებდა სექსუალურ კავშირს ბავშვთან, რაც ასევე ისჯება კანონით. 2 თვის განმავლობაში არც ბავშვის მშობლებმა, არც ამ მოძალადის ოჯახის წევრებმა, არც ნათესავებმა, არც მეზობლებმა, არც ბავშვის მასწავლებლებმა და სკოლის დირექციამ, არც სოფლების რწმუნებულებმა, არც პოლიციამ, არც სოციალურმა სამსახურმა, არავინ თავის ფუნქცია და მოვალეობა არ შეასრულა.

განსაცდელში მიატოვეს ბავშვი.

დანაშაულის შეუტყობინებლობა რომ დასჯადია ეგეც არაფრად ჩააგდეს. მერე კაცმა ბავშვი თოფით მოკლა… და ეს დაუშვა ყველამ… ეს დაუშვა სახელმწიფომ, რომლის კისერზეცაა მორიგი მსხვერპლი ბავშვი/გოგო.

უნდა დაისაჯოს ყველა, ყველა დამნაშავე… ჩვენ კი ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიმოქმედოთ, არ წავუყრუოთ ასეთ ინფორმაციას,..

ნეტავ უფრო ადრე გაგვეგო აითაჯის ხმა…“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეონა ჭალიძე.

 

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში მოკლული 14 წლის გოგონას ფოტოს აქვეყნებს…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...