spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები...

“ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, კონკრეტული კანონის, პარლამენტის მხრიდან, პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაგზავნაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებები მოჰყვა. რაც შემდგომში მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან განმარტება მოჰყვა, რომ ეს იყო ხუმრობა. საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მამუკა მდინარაძემაც:

რასაც მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათ შორის, [საკონსტიტუციო] სასამართლოში, პროცესზე, სამი დღის განმავლობაში – ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული ერთი ანალოგიური განცხადება და სოციალური ქსელები ჩამოიქცა, სერიოზული კომენტარები აკეთეს.

ასეთი მარტივი მხილება, პირადად მე, მართლა შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპრუდენციაც, განსწავლულობაც, კვალიფიკაციაც, აღქმაც – ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა. გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია.

როცა ნახეს, გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იგივეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ, რასაც სამი დღის განმავლობაში, წინა პერიოდში ამტკიცებდნენ – ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავსი მე იშვიათად მახსენდება.

ერთი მარტივი ხუმრობით, ნახევარსაათიანი ხუმრობით, ჩამოიშალა მთლიანად ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, მათი ნარატივი…

პაწაწინა ანკესი, ძალიან პატარა იყო გადაგდებული და იმხელები წამოეგნენ, მთელი ოპოზიციის სახელით რომ ლაპარაკობდნენ, რომ რა ვიცი…

მსგავსი რამ იშვიათად მახსენდება. ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს პრეზიდენტთან ხელისმოსაწერად არ გააგზავნიან, რადგანაც საპარლამენტო რესპუბლიკაში კანონების გამოცემა პარლამენტის პრეროგატივაა. შემდგომში, მმართველი პარტიის ლიდერმა განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება ე.წ. “სატესტო” ხუმრობა იყო, რითიც მინიშნება გააკეთა პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისე რა კარგი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ირაკლი კობახიძის განცხადება აქაურ აგენტურაზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმიანება ანალიტიკოსი...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...