შაბათი, ივნისი 28, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"რაც ამ მომენტისთვის ცნობილია ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის საკითხზე"...

“რაც ამ მომენტისთვის ცნობილია ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის საკითხზე” – ზურაბ ბატიაშვილი

თავისი მასშტაბით “ჰამასის” უპრეცედენტო თავდასხმამ ისრაელზე, მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. დაიწყო ფართომასშტაბიანი საომარი დაპირისპირებას, რასაც, სამწუხაროდ, დიდი მსხვერპლიც მოჰყვება. ფაქტთან დაკავშირებით პირველად შეფასება-განმარტებებს აკეთებს რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ბატიაშვილი:

რაც ამ მომენტისთვის ცნობილია ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის საკითხზე:

– “ჰამასის” თავდასხმა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით და ცხადია, რომ იგი ამას მარტო ვერ დააორგანიზებდა;

– თავდასხმა საკმაოდ მოულოდნელი იყო ისრაელისთვის (დაზვერვის ჩავარდნას გავს);

– ისრაელზე განხორციელდა როგორც სახმელეთო, ისე – საჰაერო შეტევა (ფოტოზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დამწვარი ისრაელის ტანკია დაფიქსირებული);

– თავდასხმას მოჰყვა დიდი მსხვერპლი (ათობით ან შესაძლოა ასობით) როგორც ისრაელის სამხედროებში, ისე – მშვიდობიან მოსახლეობაში;

– “ჰამასმა” ხელში ჩაიგდო ისრაელის მინიმუმ 1 სამხედრო ბაზა, ასევე თვითმფრინავები და ბრონირებული ტექნიკა;

– ისრაელმა ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარე ზოგიერთ დასახლებაზე დაკარგა კონტროლი;

– დაახლოებით 35 ისრაელის ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ;

– ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტაა გაშვებული;

– საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვა დაიწყო;

– მოსალოდნელია, ისრაელის პასუხი ძალიან მკაცრი იქნება და დაუსჯელს არ დატოვებს “ჰამასის” თავდასხმას;

– ამ ეტაპზე მთავარი კითხვაა, რა მასშტაბის იქნება ეს პასუხი და მთლიანად კონფლიქტი (ანუ გასცდება თუ არა იგი ისრაელ-პალესტინას).

განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც შემოგთავაზებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...