spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"რა მოგვიტანა თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ და "კუდის ქიცინმა"-...

“რა მოგვიტანა თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ და “კუდის ქიცინმა”- ერთი მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ, სამხედრო ბაზებს გიხსნით” – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

მე მინდა ივანიშვილ – ღარიბაშვილ – კობახიძის დაჯგუფებას ვუთხრა – რა მოგვიტანა თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ? რა მოუტანა საქართველოს თქვენმა „კუდის ქიცინმა“ რუსეთის ფედერაციასთან? აი, ერთი მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ, სამხედრო ბაზებს გიხსნით“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ მოიტანა ის, ოჩამჩირეში რუსეთი სამხედრო ბაზის განლაგებას აპირებს. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესები საფრთხის წინაშეა და ამ ფაქტზე რეაგირება უმნიშვნელოვანესია:

უმძიმესი და საქართველოსთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი. ოჩამჩირეში რუსეთი აპირებს სამხედრო ბაზის განლაგებას, დიახ, ჩვენს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში, არ გეჩვენებათ, სხვა ოჩამჩირე არ არის, ეს არის საქართველო, აქ აპირებს სამხედრო ბაზის განლაგებას. ამის ფონზე სრულიად დუმილი “ქართულ ოცნებაში”.

მე მინდა ივანიშვილ – ღარიბაშვილ – კობახიძის დაჯგუფებას ვუთხრა – რა მოგვიტანა თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, რა მოუტანა საქართველოს თქვენმა „კუდის ქიცინმა“ რუსეთის ფედერაციასთან. აი, ერთი მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ, სამხედრო ბაზებს გიხსნით. მესამე, რომ ამაზეც დუმხართ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად არაფერს არ ამბობთ და აკეთებთ.

ახლა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამაზე უნდა იყოს მობილიზებული, ნახეთ საერთაშორისო მედია აჭრელებულია ამ ინფორმაციით, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის საკომენტარო თემა, ხელისუფლებაში უნდა გყავდეთ ადამიანები, რომლებიც პატრიოტები არიან. გეკითხებით, სოხუმი და აფხაზეთი მხოლოდ 27 სექტემბერს რომ გახსენდებათ, შეიძლება ასე იმართებოდეს ქვეყანა? ლავროვს რომ ტაშ-ფანდურს უმართავთ და სუფრებს უშლით მის ოჯახის წევრებს, აი, პასუხი გაგცეს ამასთან დაკავშირებით.

კითხვას ვუსვამ ღარიბაშვილს, კობახიძეს, რომელიც სამი დღეა ოროსანი ბავშვივით ჩამოჯდა საკონსტიტუციო სასამართლოში – რას აკეთებთ ერთი მაინტერესებს? ეგ არის შენი ფუნქცია ახლა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ზიხარ და რაღაცა სისულელეებზე საუბრობ, ოღონდ ივანიშვილმა მოგანიჭა შენ ეგ როლი, უნდა ითამაშო და უფლება არ გაქვს გამოხვიდე დარბაზიდან.

გეკითხებით ხალხო, ასე გატარებას აპირებთ ამის? ჩვენი ეროვნული ინტერესები არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე, ანექსირების საფრთხის წინაშე ვართ, რუსეთის ფედერაცია სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს ოჩამჩირეში. თქვენ რას პასუხობთ შეგიძლიათ გვითხრათ?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ დისკრედიტაციულ...

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...