პარასკევი, ივლისი 4, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"ეს ყველაფერი რაც ხდება, კრემლსა და ივანიშვილს შორის...

“ეს ყველაფერი რაც ხდება, კრემლსა და ივანიშვილს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია” – შალვა ნათელაშვილი ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის შექმნაზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ციტატა რუსულმა გაზეთმა ,,ИЗВЕСТИЯ”-მ გამოაქვეყნა: „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ

თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე მწვავე და კრიტიკული განცხადება გააკეთა ,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა:

,,სანამ ოლიგარქიული რეჟიმი და მასთან შეამხანაგებული პოლიტიკური სპექტრი დაკავებულია ხალხის მოსატყუებელი სპექტაკლის იმპიჩმენტიადის ჩვენებით, ამასობაში საქართველო აგრძელებს განლევას. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით აფხაზეთში, საქართველოში იხსნება ოჩამჩირის სამხედრო-საზღვაო ბაზა, რაც წარმოადგენს გეოპოლიტიკურ კატასტროფას არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ქმნის გლობალურ საფრთხეებს მთლიანად შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მთლიანად, ატლანტიკის ოკეანემდე.

ამ ფონზე სრული მდუმარება და პოლიტიკური იმპოტენციაა ხელისუფლებიდან. არავითარი მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევაზე, არავითარი აპელაცია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და ტრიბუნალებში, არავითარი მითხოვნა ევროკავშირზე და ეუთოზე, საგანგებო სხდომების ჩატარების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი დამალულია. როგორც ჩანს, მოსკოვიდან არ აქვს ნებართვა მასზე, განცხადება გააკეთოს. სამაგიეროდ, თუ ამერიკა და ევროპაა სალანძღი, იქ პირველი გამოდის. პარლამენტი ამ წუთში დაკავებულია როგორმე მიტინგებზე კარვები არ დაიდგას. თურმე კარავი უფრო დიდი გეოპოლიტიკური საფრთხე ყოფილა, ვიდრე ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა, რაც წარმოუდგენლად გვაშორებს აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივებსაც, საერთოდ აღარ არის საუბარი საბრძოლო მოქმედებების გადმოტანაზე, რადგანაც უკრაინიდან, ეჭვიც არ შეგეპაროთ, აუცილებლად წამოვა შესაბამისი სარაკეტო საშუალებები ამ ბაზის გასანეიტრალებლად. ყველაფერ აი, ამ ფონზე ხელისუფლების მოღალატეობრივი მდუმარება და თანხმობა, ეს ყველაფერი რაც ხდება, კრემლსა და ივანიშვილს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...